ახალი ამბები
ნალექიანი ამინდი ზუგდიდში რამდენიმე დღე შენარჩუნდება
ზუგდიდში წვიმა და არამდგრადი ამინდები 8 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. "მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, შავი ზღვის სანაპიროზე კი შტორმი იქნება", - აღნიშნეს სააგენტოში. სინოპტიკოსები სამეგრელოში გამოდარებას 9 ნოემბრიდან ვარაუდობენ.

Print