რეგიონი
10-12 დეკემბერს მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება. „ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მატებისა და 11 დეკემბერს მოსალოდნელი ნალექების გამო, 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში  თოვლის სახით უხვი ნალექია მოსალოდნელი. 


Print