რეგიონი
"წერილები საკნიდან" - ყოფილი პატიმრის პოეზიის საღამო არტ-ჰაუსში (ვიდეო)
ზუგდიდში, არტ-ჰაუსში ყოფილმა პატიმარმა პაატა ლატარიამ საზოგადოებას საკუთარი ლექსები პირველად გააცნო. საღამო სახელწოდებით "წერილები საკნიდან" პოეზიის მოყვარულები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ლატარია არასამთავრობო ორგანიზაცია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტ "თანაზიარის" ბენეფიციარია. ღონისძიება ევროკავშირის მხარდამჭერით მიმდინარე პროექტის "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა" ფარგლებში ჩატარდა.



პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს. ის ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას, იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობასა და საოჯახი ბიზნესის ჩამოყალიბება-განვითარებას ითვალისწინებს.

Print