რეგიონი
„საქართველოს ამაყობს შენით!“ - ნათია თოდუას გამარჯვება პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცეს
გერმანიაში ჩატარებულ მუსიკალურ კონკურსში „The Voice of Germany“ ქართველი მომღერლის გამარჯვებას საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერი სოციალური ქსელით გამოეხმაურნენ. მათ ნათია თოდუას გამარჯვება ფეისბუქის საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე მიულოცეს.

გიორგი მარგველაშვილმა ფინალის ვიდეო ფეისბუქზე გააზიარა წარწერით:

ნათია გილოცავთ ამ დიდ წარმატებას! ვამაყობთ შენით!



კვირიკაშვილმა კი თოდუას ფოტო ატვირთა.




სოციალური ქსელით მიულოცა გამარჯვება აფხაეთიდან დევნილ ქართველ კონკურსანტს დევნილთა სამინისტრომ.



ნათია თოდუას გამარჯვებას საქართველოში დიდი გამოხმაურება მოყვა. მას წარმატებას ცნობილი ადამიანები, მუსიკოსები, პოლიტიკოსები და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლები ულოცავენ.

21 წლის ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ გერმანიის მუსიკალურ კონკურსში The Voice of Germany გაიმარჯვა. მან მაყურებელთა ხმების 50,10% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა კი ხმათა 25.45% მიიღო.



Print