რეგიონი
საბავშვო ბაღების აღსაზრდელები საახალწლო საჩუქრებს ყოველდღიური ულუფიდან მიიღებენ
ააიპ თვითმმართველ თემის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგებას გულისხმობდა, არ შედგა. ცენტრის ხელმძღვანელის ცისანა თოლორაიას თქმით, ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულს ყოველდღიური ულუფის წილიდან დაურიგებენ.

"ჩაშლის მიზეზი არის ის, რომ არცერთი კომპანია არ შემოვიდა. სამწუხაროდ, ვერ ვასწრებთ ახალი ტენდერის გამცოხადებას. ჩვენ გვაქვს კვების პროდუქტები, პეჩენიები, კანფეტები, რომელსაც დავარიგებთ და შიდა აქტივობას ჩავატარებთ", - აღნიშნა ცისანა თოლორაიამ.

რადიო "ათინათის" კითხვაზე, აქვთ თუ არა ბაღის მოსწავლეების მშობლებს მითითება თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით, თოლორაიამ გვიპასუხა, რომ მსგავსი რამე ბაღების ცენტრიდან არ ყოფილა.

"ჩვენ მშობლების ახირებებს ვერ მივყვებით. ჩემგან იყო ის, რომ ყველამ საკუთარ სახლებში გააკეთონ საჩუქრები, თუ სურთ. შვილს თუ საჩუქარს გაუკეთებს, ამის გამო მშობლებს ხომ ვერ დავსჯით?", - თქვა თოლორაიამ.

ააიპ-ის მიერ გამოცხადებული ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9`354.00 ლარს შეადგენდა.


Print