ახალი ამბები
ასოციაცია "ათინათმა" ესსეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ზუგდიდის ტექნოპარკში ესსეების კონკურსში „საქართველო, ნატო და ევროკავშირი“ გამარჯვებულთა ნაშრომების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართა. კონკურსი ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორი 10 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადდა.

გამარჯვებულებს ფასიანი და სიმბოლური საჩუქრები, კონკურსის ყველა მონაწილეს კი სერტიფიკატები გადაეცა.

ღონისძიება ასოციაცია ,,ათინათის“ პროექტის ,,ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება“ ორგანიზებით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთთან თანამშრომლობით განხორციელდა.

Print