რეგიონი
ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ზუგდიდში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური გუშინ საღამოს დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ჩიჩუას ქუჩაზე მოხდა და წაღებულია გარკვეული თანხა.

შს სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სს კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყება დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. 

Print