რეგიონი
სად შეიძლება გაატარო ახალი წლის ღამე ზუგდიდში
ზუგდიდში რესტორნების ნაწილი ახალი წლის ღამეს მომხმარებელს სპეციალურ პროგრამას სთავზობს. ფასები, მენიუსა და პროგრამების მიხედვით, 50-დან 300 ლარამდე მერყეობს.

31 იანვარის ღამეს სასტუმო-რესტორან „იბერია პალასში“ მისულ სტუმრებს ხუთ კაცზე გათვლილ მაგიდაში 50 ლარის გადახდა მოუწევს. მენიუში ტკბილეული და შამპანური შედის. საღამოზე ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფი "ოდოია" იმღერებს.

ფოტო:"იბერია პალასი"




„ელ ბარკო“
ახალ წელს ცოცხალი მუსიკის თანხლებით შეხვდება. რესტორანი მომხმარებელს მრავალფეროვან კერძებს და კოქტეილებს სთავაზობს. აქ სპეციალური ფასები არ მოქმედებს და სუფრის ღირებულება ინდივიდუალურ შეკვეთაზეა დამოკიდებული. მაგიდების დაჯავშნა დაწყებულია.

ფოტო:"ელ ბარკო"


ლაუნჯ- ბარ „სტუდიო 5“- ში საახალწლო ღონისძიება ღამის 9 საათიდან დაიწება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. პირველი საათიდან საღამოზე თბილისიდან მოწვეული დიჯეი დაუკრავს. ბარის ადმინისტრაციის ცნობით, ასევე დაგეგმილია შეჯიბრი კარაოკეში. მაგიდის ღირებულება, რომელიც 4-15 ადამინზეა გათვლილი, 300 ლარია. მენიუ ასე გამოიყურება: შამპანური, პიცა , ცეზერი, ხილის ასორტი, ნამცხვრის ასორტი, კანაპე, ხილის წვენი, ჩირის ასორტი, ზეთისხილი, ლიმონით, უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი.

ფოტო:"სტუდიო 5"


სტუმრებს საახალწლო მაგიდას, ნუგბარით და სასმელებით, რესტორანი „რომანტიკა“ 30 ლარად სთავაზობს. რაც შეეხება გასართობ პროგრამას, რესტორანი პანტომიმის თეატრის და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებს იწვევს. საღამაოს მსახიობები სესე მიქავა და მარინა დარასელია გაუძვებიან. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადსახვა გასართობი თამაშები და შეჯიბრებები. ბოლოს კი თოვლის ბაბუა სიმბოლურ საჩუქრებს დაარიგებს.

ფოტო:"რომანტიკა"



რაც შეეხება სხვა რესტორნებს და კაფეებს, ისინი ჩვეულ რეჟიმში გეგმავენ მუშაობას.

 

Print