რეგიონი
მერის მოადგილე ბაღის ინციდენტზე: დამნაშავე დაისჯება (ვიდეო)
ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა მე-15 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც ის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის იმ მშობელს შეხვდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა. ნანავამ მისგან  მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

"მივიღეთ ინფორმაცია აღნიშნული შემთხვევის შესახებ, გავერკვევით ვითარებაში და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივიღებთ. დამნაშავე დაისჯება" - უთხრა რადიო "ათინათს" ნანავამ.

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო მათ ზეიმი ჩაეშალათ.


ამავე თემაზე:

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს
Print