ახალი ამბები
ბაღის ინციდენტთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერს მიმართავს
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მე-15 საბავშვო ბაღში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ქალაქის მერს მიმართა. „ლაშა, დარწმუნებული ვარ მერიის მხრიდან საკითხი უსწრაფესად, დეტალურად იქნება შესწავლილი და რეაგირება ადეკვატური, სხვას ამ წუთში მეტს ვერაფერს ვამბობ...“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ქვარაია.



ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ ის სამსახურიდან არავის გაშვებას არ ითხოვს, თუმცა სურს, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს და ზომები შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ.

თავის მხრივ, ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია ამბობს, რომ რომ იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ და ოთახს ამ კარის გარდა სხვა კარებიც აქვს.

ზუგდიდის მერია აღნიშნულ საკითხს სწავლობს. მერის მოადგილის მაიზერ ნანავს თქმით, რომელიც დღეს მშობელსაც და ბაღის გამგესაც შეხვდა, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება.

ამავე თემაზე:

ბაღში, სადაც ინციდენტი მოხდა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეცჯგუფია გახსნილი

მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში დაიბარეს (ვიდეო)

მშობელი: ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი ბაღში ზეიმზე არ შეუშვეს

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-15 ბაღში ჯგუფი გაიხსნა (ვიდეო)
Print