ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება
სწავლას 22 იანვარს განაახლებს.
მერის ლაშა გოგიას თქმით, საკვები პროდუქტების შესყიდვაზე ტენდერი
უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
„უკვე დარეგისტრირდა ახალი ააიპ შესყიდვების სააგენტოზე, გამოცხადდება
ტენდერი და როგორც კი დასრულდება, სწავლაც განახლდება“, - აღნიშნა
გოგიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში სკოლამდელი აღზრდის
განათლების ხელშეწყობის პროგრამისთვის 5 მილიონი ლარია
გათვალისწინებული. მუნიციპალიტეტის 62 ბაღში ამ დროისთვის 4150
ბავშვია დარეგისტირებული. ბიუჯეტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში,
ახალი სტანდარტების დანერგვის მოთხოვნათა შესაბამისად, დაგეგმილია
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კვების რაციონის გაუმჯობესება,
სანიტარულ-ჰიგიენური საკითხების მოგვარება, სასწავლო-სააღმზრდელო
საქმოიანობის და შრომის ანაზღაურების მოწესრიგების ფინანსური
უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი დამატებითი სახსრების მოძიებასაც
გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები