რეგიონი
ენერგო პრო ჯორჯია: ზუგდიდის ნაწილს ელექროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება

ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია ელექტროგადამცემი ხაზის “ჯვარი ერთის” დაზიანების გამო დენი არ მიეწოდება.


როგორც რადიო "ათინათს" “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები მიდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება.

„ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქის ნაწილს შეეზღუდა ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი ერთის“ დაზიანების გამო. ნაწილს უკვე მიეწოდება დენი, დანარჩენ ნაწილს კი მალე აღუდგება“, - აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.

ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგია ნახევარ საათზე მეტხანს არ მიეწოდებოდა.


 

Print