რეგიონი
სოხუმში ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა
სოხუმში ერთ-ერთი კერძო სახლის მიშენებაში ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით, დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს პრეს - სამსახურში განაცხადეს, რომ შენობაში მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

წინასწარი მონაცემებით ხანძრის შედეგად უზბეკეთის მოქალაქე დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ქალაქის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამის 22:45 სთ-ზე მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული, რომელმაც ცეცხლის ლოკალიზება შეძლო.


Print