რეგიონი
სოფელ ოდიშის მოსახლეობა შიდა გზების რეაბილიტაციას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის მოსახლეობა სოფლის შიდა გზების სარეაბილოტაციო სამუშაოების დაწყებასა და წლის საწრეტი არხების გაყვანას ითხოვს. მათი თქმით, ისინი უკვე მეხუთე თვეა, უმძიმეს პირობებში იმყოფებიან, რადგან აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც წყალმომარაგების სისტემის მოწყობაზე მუშაობს, შიდა გზები დააზიანა.



„ქალაქთან დამაკავშირებელი გზა გადათხარეს და ისე დატოვეს. ჭიშკრამდე მისასვლელი გზა ჩაგვიხერგეს. საჭირო რომ გახდეს ქუჩაში სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ შემოვა. მოვითხოვთ მოასწორონ გზა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


ადგილობრივებს სოფელ ოდიშის რწმუნებული მალხაზ მესხია აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.



Print