რეგიონი
გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის შეთავაზებას დასთანხმდა
ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქალაქის მერს ლაშა გოგიას შეხვდნენ. მათი ნაწილი, რომელიც ხილ-ბოსტანზე მუშაობს, შეთავაზებულ სავაჭრო ფართებს დათანხმდა და მუშაობის გაგრძელებას აღნიშნულ ტერიტორიაზე აპირებს. ნაწილი, რომელიც შერეული საქონლით ვაჭრობს, ადგილის დატოვებას არ გეგმავს და მუშაობის უფლებას მაისამდე ითხოვს.

„თუ ამის უფლებას არ მოგვცემენ, იძულებულები ვიქნებით ეს ქვეყანა დავტოვოთ და მოსამსახურედ თურქეთში წავიდეთ“, - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

თავის მხრივ, ლაშა გოგია თქმით, ქალაქში გარევაჭრობას ვერ დაუშვებენ, თუმცა ეს ძალის გამოყენებით არ მოხდება.

"მოვაჭრეების ნაწილი დათანხმდა ჩვენს შეთავაზებას, ნაწილი არა, თუმცა მათთან გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ინდივიდუალურად გავეცნობით მათ პრობლემებს... მათ ჩვენ ვთავაზობთ რამდენიმე ადგილს, თან პირველი სამი თვე დახლის საფასურს არ გადაიხდიან" - თქვა მერმა.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები დილიდან მერიის შენობასთან იმყოფებოდნენ. ისინი გარევაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

მერიის შენობასთან 50-ზე მეტი გარემოვაჭრეა შეკრებილი

ენმ ზუგდიდში გარევაჭრობის წესის შეცვლას ითხოვს

მერი: ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება (ვიდეო)

გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს (ვიდეო)

Print