ახალი ამბები
გარემოვაჭრეების ნაწილი მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს (ვიდეო)
ზუგდიდში ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მომუშავე გარემოვაჭრეების ნაწილი  ვაჭრობის გაგრძელების უფლებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს და მათ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაჭრობა 20 იანვრამდე შეეძლოთ.

„სხვა შემოსავალი არ გვაქვს, ვაჭრობით ვირჩენთ თავს. ვითხოვთ, რომ მოგვცენ აქ მუშაობის უფლება“, - აღნიშნეს გარემოვაჭრეებმა.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ლაშა ჯაიანის განმარტებით, გარემოვაჭრეების ნაწილმა, გაფრთხილების შესაბამისად, უკვე დატოვა ტერიტორია და ბაზრის შიგნით, შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში შევიდა სამუშაოდ.



„კანონის წინააღმდეგ ვერავინ წავა. ჩვენ გავაფრთხილეთ ისინი წერილობითაც და პირადადაც, რათა გაგებით მოკიდებოდნენ. დღეს გვაქვს მერიაში თათბირი და შემდეგ უკვე უფლებამოსილები ვიქნებით, რომ ტერიტორია გავასუფთაოთ. ისინი ამის შესახებ დაუწყებულნი არიან, რომ არ უნდა დატოვონ საკუთარი ნივთები იქ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯაიანმა.

მისივე მტკიცებით, მათთვის შეთავაზებულია რამდენიმე ალტერნატიული ფართი, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფასოდ შეძლებენ ვაჭრობას, შემდეგ კი ყოველდღიური გადასახადი, სავარაუდოდ, 3 ლარის ოდენობით დაეკისრებათ.

თავის მხრივ, გარემოვაჭრეების ნაწილი ამბობს, რომ შემოთავაზების შემთხვევაში ალტერნატიულ ფართს არ დასთანმხდებიან, რადგან მათ ადგილის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციებს აანონსებენ.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 აპრილის №30 დადგენილებით „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ და „გარე ვაჭრობისათვის ადგილების განსაზღვრის წესი" დამტკიცდა, თუმცა მიუხედავად აკრძალვისა, გარევაჭრობა ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ბაზართან გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს

გარემოვაჭრეები მუშაობას გააგრძელებენ (ვიდეო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.