ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღების საქმესთან
დაკავშირებით პროკურატურამ
გამოძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც
სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას
გულისხმობს. უწყებაში გამოძიება რამდენიმე პირის მიმართ
მიმდინარეობს.
„როგორც კი ბრალდების მხარე დარწმუნდა პირის უდანაშაულობაში, უარი
თქვა ბრალდებაზე და სასამართლოში მოითხოვა სისხლისსამართლებრივი
დევნის შეწყვეტა. პარალელურად კი პროკურატურაში დაიწყო გამოძიება
პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო
გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სსკ 333 მუხლის 3 ნაწილით“, -
განუცხადეს რადიო
„ათინათს“ მთავარ
პროკურატურაში.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღების ფაქტზე გიორგი კუკავა 2017
წლის 16 მარტს დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ
დაკავებიდან რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა.
ზუგდიდში ლენდო დააყაჩაღეს
(ვიდეო)
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში
ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ
"ლენდოს" დაყაჩაღებაში
ეჭვმიტანილი დაკავებულია
"ლენდოს" დაყაჩაღებაში
ბრალდებულის პროცესს მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა (ვიდეო)
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში
ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მასალის გამოყენების პირობები