რეგიონი
სოხუმის მეათე სკოლაში ხანძარი გაჩნდა
სოხუმის № 10 სკოლაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც შენობის მეორე სართულის ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. “აბხაზია ინფორმის“ ცნობით, ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში შეძლო. სკოლიდან ბავშვების ევაკუირება დროულად მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.

საგანგებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი ელექტროგამანაწილებელი ფარის აალებას მოჰყვა. მიზეზად ელექტროსადენების გატვირთვა სახელდება.










Print