ახალი ამბები
სამეგრელოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება
ხვალ საღამოდან სამეგრელოსა და ზემო სვანეთში ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში დღეს და ხვალ დღის პირველ ნახევარში უნალექო ამინდი იქნება, მოგვიანებით კი ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს და იწვიმებს.

„ზუგდიდში ხვალ საღამოდან იწვიმებს, მესტიაში კი მოთოვს. 30 იანვარს მთელი დღე ითოვებს, 31-შიც თოვაა მოსალოდენელი“, - აღნიშნეს სააგენტოში.

არამდგრადი ამინდი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში უახლოესი დღეების განმავლობაში შენარჩუნდება.

Print