ახალი ამბები
რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაცვლილი პაციენტის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის წინააღმდეგია
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აფხაზეთში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულის ოჯახი ექსპერტიზაზე მისი გადასვენების წინააღმდეგია.

ახლობლების თქმით, პირი, რომელიც კობა ზაქარაიას დაეჯახა, "აფხაზეთის მოქალაქეა" და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცატარებული დასკვნით აფხაზეთში დამნაშავის ბრალეულობა ვერ დამტკიცდება.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Print