რეგიონი
გარდაცვლილი რუსიას ოჯახი: არ გვაქვს იმედი, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ
სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან გასროლის შედეგად დაღუპული ბექა რუსიას საქმეზე მორიგი სასამართო პროცესი იმართება. სხდომის დაწყებამდე გარდაცვლილის ბებიამ ნატო კუციამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი სასამართლოს არ ენდობიან და არც უწყების მხრიდან სიმართლის დადგენის მოლოდინი აქვთ.  კუციას მტკიცებით, ის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ბექა რუსიას მობილურ ტელეფონში ინახებოდა, პროკურატურას არ მოუთხოვია. თავის მხრივ, პროკურორმა დავით პაპავამ რუსიების ბრალდება უარყო და თქვა, რომ მოთხოვნის მიუხედავად აღნიშნული მასალა ოჯახმა მათ არ გადასცა.

გარდაცვლილი რუსიას ოჯახი დაკავებული დავით ჯალაღონიას სხვა მაღალჩინოსანი პირების დაკავებას ითხოვს, რომლებსაც წვევამდელებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. კადრებთან დაკავშირებით, რუსიას დედა გუშინ საკუთარ სახლში გამომძიებელმა დაკითხა. ასევე, ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, წუხელ გვიან ღამით პროკურატურაში ის მოწმეც დაიკითხა, რომელმაც ოჯახს ბექა რუსიას მობილური ტელეფონი გადასცა.

აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.

წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების ვერსიის არ სჯერა. პირის დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

რუსიების ადვოკატი: მოწმეზე ზეწოლა მიმდინარეობს
Print