ახალი ამბები
მერიაში მედიის თანდასწრებით გარემოვაჭრეებთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ
ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გარემოვაჭრეებთან შეხვედრას მედიის გარეშე აპირებს. მისი წარმომადგენლების თქმით, ჟურნალისტებთან კომენტარს მერი მოგვიანებით გააკეთებს, გარემოვაჭრეებს კი მათ გარეშე შეხვდება.

თავის მხირვ, ამ წინადადებაზე გარემოვაჭრეები უარს ამბობენ. ამ წუთებში გოგიას ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია ხვდებიან.

გარემოვაჭრეების ნაწილი მასთან შეხვედრას ფოიეში, ნაწილი კი შენობის გარეთ ელოდება.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები ზუგდიდის მერთან შესახვედრად ემზადებიან
Print