ახალი ამბები
შეხვედრიდან გამოსული გარემოვაჭრეები: ჩვენს მერს მხოლოდ ერთი სიტყვა, დემაგოგია ცოდნია

მერისა და გარემოვაჭრეების შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.


გარემოვაჭრეები ლაშა გოგიასთან შეხვედრით უკმაყოფილოები არიან. ისინი ამბობენ, რომ აქციებს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გააგრძელებენ.

მათი მტკიცებით, მერიას ჯერ ადგილები მოძებნილი არ აქვს და მათი ნაწილის შეყვანას ალიანსში აპირებს.

"ჩვენს მერს მხოლოდ ერთი სიტყვა, დემაგოგია ცოდნია... ყველაფერზე ამბობდა, რომ ეს არის დემაგოგია... სულ მაგიდაზე უბრახუნებდა ხელებს", - თქვა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია გარემოვაჭრეების ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მან მოვაჭრეებს დემაგოგები უწოდა, უარყოფს.



„თუმცა ვუთხარი, რომ დემაგიგიურ განცხადებებს აკეთებდნენ“, - თქვა მერმა.მისივე მტკიცებით, მოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობენ, თუმცა ისინი ამაზე უარს აცხადებენ.

"ჩვენ მზად ვართ მოვაჭრეებს სათითაოდ შევხვდეთ, თუმცა გარევაჭრობა არ დაიშვება", - განაცხადა გოგიამ.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასთან მომუშავეები მერიის შენობასთან ამ დრომდე რჩებიან.




ამავე თემაზე:

მერისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა უშედგეოდ დასრულდა

Print