ახალი ამბები
ქალაქში მოძრავი საქონლის მეპატრონეებისთვის ჯარიმები დაწესდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალაქის ტერიტორიაზე მოძრავი მსხვილფეხა და წრვილფეხა საქონლის მეპატრონეები 100-100 ლარით დაჯარიმდებიან.
შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ერთხმად მიიღეს. 

გარდა ამისა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, ჯარიმის დაგვიანების შემთხვევაში დამატებითი სანქცია, 50 ლარი დაწესდება. იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე თანხას 5 დღის განმავლობაში არ გადაიხდის, საქონელი გაიყიდება.

ამავე თემაზე:

კამეჩები ზუგდიდის პროკურატურასთან (ფოტო)

 

Print