ახალი ამბები
მერაბ ქვარაია გარემოვაჭრეებს შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია გარემოვაჭრეებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეხვდა. გარემოვაჭრეები შესაბამისი კონსტრუქციების მოწყობამდე ძველ ადგილებზე მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულს არ თანხმდებიან.

"მესმის მათი მდგომარეობა, მაგრამ კანონს ვერ დავარღვევთ. ეს გარემოება გარემოვაჭრეებსაც ესმით... ეს პროცესი ჩიხში არ უნდა შევიდეს და მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა ქვარაიამ.

მანამდე გარემოვაჭრეები ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობაში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ქვარაიამ განმარტა, რომ შეხვედრაზე დასწრება მათთვის არავის აუკრძალავს.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ შემოსვლა, თუმცა თავად ისურვეს, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ შემხვდებოდნენ“, - აღნიშნა ქვარაიამ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.

ამავე თემაზე:

მერაბ ქვარაიას „ანგარიში მოსახლეობას“ უმეტესად საჯარო უწყებებში დასაქმებულები დაესწრნენ (ვიდეო)
Print