ახალი ამბები
მერაბ ქვარაიამ მუშაობის ერთწლიანი ანგარიში ზუგდიდელებს წარუდგინა
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტში მისი საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წარადგინა. ქვარაიამ საკუთარი საქმიანობის შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს ის რეფორმები და ინიციატივები გააცნო, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდა. მან ასევე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.



დეპუტატმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისთვის იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეცენტრალიზაციაზე იმუშავებს.

„მეტი რესურსი მიეცემა თვითმმართველობას გამოწვევების საპასუხოდ. უნდა მოხდეს ისეთ სფეროებში უფლებამოსილებების დელეგირება, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული, განათლების სისტემები. ამის რეალური ნება არსებობს და იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაბის შედეგებსაც ცვენ ვნახავთ“, - აღნიშნა ქვარაიამ.

მაჟორიტარმა ასევე ზუგდიდში არსებულ პრობლემებს გაუსვა ხაზი, მათ შორის, აზიური ფაროსანას, დევნილებისა და გარევაჭრობის საკითხებს.



შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, საჯარო მოხელეები და სხვა მოქალაქეები დაესწრნენ.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.

ფოტო: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია


ამავე თემაზე:


მერაბ ქვარაიას „ანგარიში მოსახლეობას“ უმეტესად საჯარო უწყებებში დასაქმებულები დაესწრნენ (ვიდეო)

Print