ახალი ამბები
გარემოვაჭრეები პარლამენტში მიემგზავრებიან
გარემოვაჭრეები, რომლებიც კვირაზე მეტია გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნით აქციებს მართავენ, ქუთაისში მიემგზავრებიან. მათი თქმით, ისინი საკუთარ მოთხოვნებს პარლამენტში, დეპუტატებს გააცნობენ.



„ჩვენ ახალ მივდივართ ქუთაისში.... ჩვენი მოთხოვნა არის, რომ სანამ ალტერნატიულ ფართს მოგვიწყობენ, მანამდე დაგვაყენონ ძველ ადგილას. ნაწილი წავა ქუთაისში, ნაწილი დარჩება გუბერნიის წინ. წერილი უკვე გაგზავნილი გვაქვს პარლამენტში და ახლა სიტყვით გამოსვლას მოვითხოვთ“, - თქვა მარინა ფარულავამ.

გარემოვაჭრეები სოფელ ჭითაწყარამდე ფეხით აპირებენ მისვლას.



„გვიჭირს ყველას, პურის ფული არ გვაქვს. ქუთაისში წასასვლელად სამგზავრო ფული ვისესხეთ. ჭითაწყარამდე ფეხით წავალთ და შემდეგ მარშუტკა გველოდება, რომელიც ქუთაისში წაგვიყვანს“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.

ამავე თემაზე:

გარემოვაჭრეები აქციების გაგრძელებას პარლამენტის შენობასთან გეგმავენ (ვიდეო)

Print