ახალი ამბები
ზუგდიდსა და რუხში 35 740 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 2-დან 8 თებერვლამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ჯამში რამდენიმე დღის განმავლობაში 35 740 უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა მასალები კი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

Print