რეგიონი
მერობის ყოფილი კანდიდატი: გარევაჭრეებისთვის ლუკმა-პურის წართმევა ამორალურ ფაქტად მესახება
ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ გოგიტა ბიგვავა მერიას უუნარობასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, გარევაჭრობის პრობლემა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა და საკუთარი მოსახლეობა ულუკმაპუროდ დატოვა. რადიო „ათინათი“ ბიგვავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ზუგდიდის მერია თავისი გაუაზრებელი და დაუგეგმავი ქმედებებით შევიდა უკიდურეს კონფრონტაციაში, ისედაც სიღარიბის ზღვარზე მყოფ საკუთარ მოსახლეობასთან. გარემოვაჭრეების პრობლემა დიდი ხანია ქალაქში არსებობს და მას სჭირდება გონივრული და ცივილური გადაწყვეტა. ამაზე არავინ დავობს, მაგრამ როდესაც რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა სულს ღაფავს და გადარჩენისთვის იბრძვის, ხელისუფლების უუნარობისა და უმოქმედობის გამო, ვგულისხმობ აზიური ფაროსანას მიერ გამოწვეულ ზარალს, ამ დროს უკანასკნელი ლუკმა-პურის წართმევა, რომელიც გარემოვაჭრეებს შეჰქონდათ საკუთარ სახლებში, პოლიტიკურ სიბეცედ და ამორალურ ფაქტად მესახება. ამ პრობლემის მოგვარების უნიჭო მცდელობად მიმაჩნია, ჯერ საბავშვო მინი სტადიონის დემონტაჟის წახალისება და სამართლებრივი კაზუსიდან გამომდინარე, მათი პირობითი დაჯარიმება სიმბოლურ თანხად. პრობლემაზე პოს-ფაქტუმ რეაგირება და გაუაზრებელი ქმედებები გახდა დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლების სავიზიტო ბარათი. ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარება რეალურად რომ ნდომებოდა, ჯერ ალტერნატიულ ფართს შექმნიდა და შემდეგ დაიწყებდა გარევაჭრობის აკრძალვას.

მინდა დავამატო, რომ ქალაქში არსებული უამრავი ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემების ფონზე, საეჭვოდ ჩანს მერიის მხრიდან ამ პრობლემის წამოწევა“ , - აცხადებს ის.

ზუგდიდში გარემოვაჭრეები ცენტრალური ბაზრის მიმდებარედ მუშაობის გაგრძელების უფლებას 10 დღის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.

გარემოვაჭრეების დახლები მოედნის კონსტრუქციის დეტალებისგან ააწყეს

მერია მინი მოედნის პირვანდელი სახის აღდგენას ითხოვს

მერი: მოვაჭრეები დროებით მინი მოედანზე იმუშავებენ 
Print