ახალი ამბები
შსს: ვითიბი ბანკის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ვითიბი ბანკის ფილიალის მინის კარის ჩამსხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 19/177-ე, ქურდობის მცდელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დამატებით დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, თანხა წაღებული არ არის. ფილიალი, ჯერჯერობით, არ მუშაობს.


ამავე თემაზე:

ვითიბი ბანკის ზუგდიდის ფილიალის კარები ჩამსხვრეულია
Print