სპორტი
საქართველოს ჩემპიონის ტიტული ჭადრაკში ჭაბუკთა შორის ზუგდიდელმა მოსწავლემ მოიპოვა
თბილისში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატში პირველობა ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ შამათავამ მოიპოვა. აღნიშნული ტიტული მან 11 წლამდე ჭაბუკთა შორის მიიღო. შამათავამ 9 ტურიდან 8-ში გაიმარჯვა და 7 ქულით ჩემპიონი გახდა.

„თითქმის ყველა პარტია 4 საათს გრძელდებოდა, ძლიერი მეტოქეები მყავდა და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე" - თქვა ნიკოლოზ შამათავამ.

მასთან ერთად ტურნირზე მისი პედაგოგი მადონა ბოკუჩავაც იმყოფებოდა.

„ამ ტურნირისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, დღეში სტაბილურად 5 საათი გამოგვდიოდა მეცადინეობა,ზოგჯერ მეტიც, ნამდვილად კარგ ფორმაში იყო. ტურნირი ძალიან დაძაბულად წარიმართა, ყოველ დღე თითქმის 4 საათი უწევდა ბრძოლა,მაგრამ ყველა პარტიაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა, საოცარი ბრძოლისუნარიანობა და თამაშის საკმაოდ მაღალი კლასი აჩვენა“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

აღნიშნული ჩემპიონატი 6-დან 14 თებერვლის ჩათვლით 7, 9, 11 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩატარდა.

Print