ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, იუსტიციის ყოფილი შენობის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მანქანა გზის სავალ ნაწილზე ამოყირავდა. არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა.

შს სამინისტროს ცნობით, მოხმდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print