ახალი ამბები
კორცხელის საქმეზე ოპოზიციონერი დეპუტატები იკითხებიან
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ე.წ. კორცხელის საქმეზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება. სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი, ამჟამად კი „ევროპული საქართველოს“ წევრები გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი, თენგიზ გუნავა და ლელა ქებურია იმყოფებიან.

პროცესზე უკვე დაიკითხა პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი, ამ წუთებში კი გიგა ბოკერია იკითხება.

2016 წლის 22 მაისს, შუალედურ არჩევნებში, კორცხელის საარჩევნო უბანთან, სპორტსმენები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ. მათ სახეზე სისხლის კვალიც აღენიშნებოდათ. ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშიც იყო გადაყვანილი.


ამავე თემაზე:

კორცხელის საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა ინციდენტის დეტალები ვერ გაიხსენეს
Print