რეგიონი
ორ აფხაზ სტუდენტს საზღვაო აკადემიაში სწავლას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დაუფინანსებს
აფხაზეთის მკვიდრ ოთხ ახალგაზრდას ანაკლიის განვითარების კონსორციუმი საზღვაო აკადემიაში სწავლას დაუფინანსებს. მათგან ორი ეთნიკურად აფხაზია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დევნილთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე განაცხადა.

„გუშინ მქონდა ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ორი დევნილი და ორი ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდა მიიღებს დაფინანსებას საზღვაო აკადემიაში. სწორედ ამ ადამიანებმა უნდა შემოიყვანონ პირველი გემი ანაკლიის პორტში“, - აღნიშნა ლევან შონიამ.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში მომუშავე არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დევნილებს შეხვდა. მან შეკრებილებს უწყების მიერ განსახორციელებელი პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.


Print