ახალი ამბები
ზუგდიდი-მესტიის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო მოძრაობა აიკრძალა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 95-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) დიდი მოცულობის მიწა- კლდის მასა ჩამოიშალა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კლდის ჩამოშლის გამო გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

Print