რეგიონი
თევზჭერის დროს აღმოჩენილი ამფორის ფრაგმენტები მოქალაქემ ფოთის მუზეუმს გადასცა
ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმს მოქალაქე რევაზ ბერაიამ, ამფორის ფრაგმენტები უსასყიდლოდ გადასცა. მან უნიკალური ნივთი თევზჭერის დროს შემთხვევით აღმოაჩინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შავი ზღვის აკვატორიის გრიგოლეთის მონაკვეთზე, გახშირდა არტეფაქტების პოვნის შემთხვევები. ისინი თევზსაჭერი გემების კაპიტნებს თხოვნით მიმართავენ, რომ რაიმე ანალოგიური ნივთის პოვნის შემთხვევაში ფოთის მუზეუმს მიმართონ.



Print