ახალი ამბები
გუბერნატორმა "აჭარა ტექსტილის" დამფუძნებელს ზუგდიდში ტანსაცმლის საწარმოს აშენება შესთავაზა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა შპს "აჭარა ტექსტილის" წარმომადგენლებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნეს. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ლევან შონიამ კომპანიის დამფუძნებელს ჯემალ ბილგინ გულლუოღლუს რამდენიმე წინადადება, მათ შორის, ზუგდიდში ტანსაცმლის საწარმოს აშენება შესთავაზა. ამავე ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ შეთავაზებებს განიხილავენ.

„აჭარა ტექსტილი“ ფოთსა და აჭარაში ტანსაცმლის საწარმოებს ფლობს. კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ფოთში ახალი საწარმო 22 თებერვალს გახსნა, სადაც 1000-მდე ადგილობრივია დასაქმებული, საბოლოო ჯამში კი 3000 ადამიანის დასაქმება იგეგმება.



"აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს.


ამავე თემაზე:

ფოთში ახალი საწარმო გაიხსნა
Print