ახალი ამბები
ზუგდიდში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს
ზუგდიდში, 13 მარტს სამი მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ დაკავებულის ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გიორგი ახალაიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა კი 2 მაისს არის დაგეგმილი.

სამი ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრლადებული ცხელ კვალზე ფოთში დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე  თემაზე:

დაჭრილი სამი მამაკაციდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
Print