ახალი ამბები
ზუგდიდის პოლიციაში საკრებულოს წევრები მოწმის სახით დაიკითხნენ
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში წუხელ მოწმეების დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცავებმა საკრებულოს თავმჯდომარე, აპარატის უფროსი და რამდენიმე დეპუტატი დაკითხეს.

ჩვენება მისცა კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ფრაქცია „ენმ“-ის წევრმა დათა შელიამ.

„თითქმის ორი საათის განმავლობაში ვიკითხებოდი, თუმცა ამ ეტაპზე თავს შევიკავებ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების შინაარსის მოყოლაზე, დაველოდოთ გამოძიებას“, - უთხრა რადიო „ათინათს“ შელიამ.

რაც შეეხება კონფლიქტის მეორე მონაწილეს ბათლომე შელიას, ის ჯერ გამოძიებას არ დაუკითხავს.

„დაბარებული ვიყავი, თუმცა, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი და ვერ მივედი. სავარაუდოდ, დღეს, მეორე ნახევარში მივალ და ვუპასუხებ მათ კითხვებს“, - აღნიშნა შელიამ.

საკრებულოში გუშინ მომხდარ ცემის ფაქტზე შს სამინიტრომ გამოძიება სს კოდექსის 126-ე ცემის მუხლით დაიწყო. 

ამავე თემაზე:

შსს-მ ზუგდიდის საკრებულოში ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის საკრებულოს წევრები სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
Print