ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის სოფლებიდან ხეების გადატანა დაიწყო (ვიდეო)
ევკალიპტის ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კერძო მესაკუთრისგან შეისყიდა წასაღებად გამზადებულია. ხე სოფელ აბასთუმანიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის ცენტრამდე სპეციალური მანქანით უკვე მიიტანეს. ადგილზე მყოფი მუშებმის თქმით, მცენარის გადატანა უამინდობის გამო დროებით შეფერხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, აქ კიდევ რამდენიმე ხის შეგროვება და შემდეგ ერთად გადატანა იგეგმება.

„ჩვენ როგორც ვიცით აქ კიდევ რამდენიმე ხეს მოაგროვებენ და მერე ერთად წაიღებენ. არ ვიცით სად მიაქვთ, მაგრამ მგონი ანაკლიით წაიღებენ. ეს წუხელ გადმოიტანეს. დილით აქ დაგვხვდა. შუქი გამოგვერთო ღამის პიერველ საათზე და რამდენიმე საათში ისევ მოვიდა“,- თქვა კახათის მკვიდრმა ოთარ თოლორაიამ.

აბასთუმნში კიდევ ერთ ხეს ამზადებენ წასაღებად. ზუგდიდის რამდენიმე სოფლიდან კი ათზე მეტი მცენარე, მათ შორის, ასწლოვანი მუხები, ევკალიპტი და ჭადარი არის შესყიდული. ისინი ანაკლიიდან, ზღვით, ოზურგეთში, შეკვეთილის ტერიტორიაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის გასაშენებლად მიაქვთ.





Print