ახალი ამბები
მერის სტიპენდიას სამი ზუგდიდელი სტუდენტი მიიღებს
ზუგდიდში წარჩინებული სამი სტუდენტი მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიას მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, მერის სტიპენდია კავკასიის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტს თამთა სიჭინავას, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტ ნათია ბულიასა და კავკასიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტ მარიამ კუკავას დაენიშნათ.

სამივე სტუდენტი თვეში 250-250 ლარს მიიღებს.
Print