რეგიონი
ზუგდიდში სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართება
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 25 აპრილს ზუგდიდში კონცერტს გამართავს. კამერული ორკესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. მათივე ცნობით, დასწრება თავისუფალი იქნება.

კონცერტი Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდება. „სიმფონიეტა“  ქვეყნის 5 რეგიონში 7 სხვადასხვა კონცერტს გამართავს.





Print