რეგიონი
ქალაქის ცენტრში ქვეითს მოტოციკლი დაეჯახა
ზუგდიდში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია "საქართველოს ფოსტის" კუთვნილი მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

მედიკოსები ცნობით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდება.

შს სამინისტროში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.

Print