ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილი ბინის დაბრუნების მოთხოვნით უვადო შიმშილობას იწყებს
ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აფხაზეთიდან დევნილი მანანა თაკალანძე უვადო შიმშილობას იწყებს. მისი მტკიცებით, საცხოვრებელი ბინა მოტყუებით წაართვეს. თაკალანძე საოლქო პროკურორთან შეხვედრასა და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, უვადო შიმშილობით იმუქრება.

"აქამდე ქირით ვცხოვრობდი ჩემს ექვს შვილთან ერთად, მაგრამ ახლა გადასახდელი ფულიც აღარ მაქვს და ქუჩაში ვრჩებით, დამიბრუნონ ჩემი ბინა, რომელიც მოტყუებით წამართვეს", - აღნიშნა თაკალანძემ.

დევნილი პროკურატურასთან მის შვილებთან და ახლობლებთან ერთად იმყოფება.

მანანა თაკალანძის მტკიცებით, შპს „სუპერმარკეტის“ დირექტორის მოადგილემ მანანა ბარძემაშვილმა მას თაღლითური გზით ბინა წაართვა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 180-ე თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.


ამავე თემაზე:

აფხაზეთიდან დევნილი: მოტყუებით წართმეული ბინის დაბრუნებას ვითხოვ (ვიდეო)



Print