რეგიონი
ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ (ვიდეო)
ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მათი თქმით, დღეს ზუგდიდიდან სხვა ქალაქების მიმართულებით რეისები არ განხორციელდება. მძღოლები სხვა, მათი თქმით, არალიცენზირებული სადგურების დახურვას მოითხოვენ.



„ასეთ პატარა ქალაქს რაში სჭირდება ამდენი ავტოსადგური, ისედაც მგზავრების სიმცირეა, თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, თბილისში ჩავალთ და იქ გავმართავთ აქციას“, -ამბობენ ისინი.

გაფიცული მძღოლები აღნიშნული საკითხის მოგვარებას ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვენ.

მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით, ეს კერძო ბიზნესია და ნებართვებს ამაზე მერა არ გასცემს. 

მძღოლებმა სხვა სადგურების დახურვის მოთხოვნით საპროტესტიო აქციების არაერთხელ გამართეს.


ამავე თემაზე:

აქციის მონაწილე მიკროავტობუსების მძღოლები დროებით დაიშალნენ (ვიდეო)
Print