რეგიონი
ზუგდიდში ოქროს ბირჟის მძარცველი თბილისში დააკავეს
ზუგდიდში ორ მაისს ოქროს ბირჟის გაძარცვის ფაქტზე რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 1966 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი კ.ჭ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ოქროს ბირჟიდან 55 460 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა კ.ჭ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, დააკავეს, ნაძარცვი ნივთები კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს (ვიდეო)

ოქროს ბირჟის ძარცვის კადრები სათვალთვალო კამერიდან (ვიდეო)

ზუგდიდში პოლიციელი მძარცველის დევნისას დაშავდა

Print