რეგიონი
ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან (ვიდეო)
რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები გაფიცვას განაგრძობენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - შესაბამისმა უწყებებმა დაადგინოს კერძო სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას და მიზანშეწონილობა. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქში მოქმედი კერძო სადგურები უნდა დაიხუროს, რადან ისინი არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების ფუნქციონირების წესებსა და პირობებს.

"დაკავებულები სასამართლო პროცესის შემდეგ, გადავინაცვლებთ გუბერნიის წინ და იქ გავაგრძელებთ საპროტესტო აქციას", - ამბობენ გაფიცულები.



გარდა ამისა, ისინი ორი დღის წინ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას მოითხოვენ, თუმცა გმობენ ძალადობას.

ამ დროისთვის დედაქალაქის მიმართულებით რგინისგზის სადგურიდან მხოლოდ ერთი ავტობუსი მოძრაობს.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა ოთხი მათგანი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები დააკავეს

მძღოლების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან დასრულდა

მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია რუხი მოლთან გამართეს (ვიდეო)

პროფკავშირები ზუგდიდელ მძღოლებს მხარდაჭერას ვუცხადებთ და დავეხმარებით 

ზუგდიდში მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ (ვიდეო)



Print