ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო
ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. მათი თქმით, დღეს ზუგდიდიდან სხვა
ქალაქების
მიმართულებით რეისები არ განხორციელდება. მძღოლები
სხვა, მათი თქმით, არალიცენზირებული სადგურების
დახურვას მოითხოვენ.
„ასეთ პატარა ქალაქს რაში სჭირდება ამდენი ავტოსადგური, ისედაც
მგზავრების სიმცირეა, თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, თბილისში ჩავალთ
და იქ გავმართავთ აქციას“, -ამბობენ ისინი.
გაფიცული მძღოლები აღნიშნული საკითხის მოგვარებას ადგილობრივ
ხელისუფლებას თხოვენ.
მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მათი თქმით,
ეს კერძო ბიზნესია და ნებართვებს ამაზე მერა არ გასცემს.
მძღოლებმა სხვა სადგურების დახურვის მოთხოვნით საპროტესტიო აქციების
არაერთხელ გამართეს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები