რეგიონი
ზუგდიდში გაფიცული მძღოლები ხვალიდან მუშაობას განაახლებენ
ზუგდიდში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაფიცულმა მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მათ გუბერნატორთან ლევან შონიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ამ უკანასკნელმა მათ განუმარტა, რომ ამჟამად პარლამენტში ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებული რეგულაციების განხილვა მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემის მოგვარება, მხოლოდ მათი ამოქმედების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მეორე მოთხოვნას, ოთხი დაკავებული მძღოლის გათავისუფლების შესახებ, გუბერნატორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ - ერთი დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თხოვნით მიმართა ძალოვანებს და უშუამდგომლა მათთან. დანარჩენს, მისი თქმით, ხვალინდელი სასამართლო გადაწყვეტს.

მძღოლების თქმით, ისინი მუშაობას ხვალიდან სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისა და დაკავებულების გათავისუფლებისთანავე განაახლებენ. ამ ეტაპზე კი აქციებს შეწყვეტენ.

რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მოეთხე დღეა აქციებს მართავენ. ისინი ქალაქში მოქმედი სხვა კერძო სადგურების გახსნის კანონიერების დადგენას ითხოვენ. აქციის მონაწილეებსა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა ოთხი მათგანი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში აქციის მონაწილე მძღოლები დაშლას არ აპირებენ (ვიდეო)
Print