რეგიონი
"ბულინგი და იარაღის გამოყენება"- ზუგდიდში კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინეს (ვიდეო)
ზუგდიდში ბულინგსა და იარაღის გამოყენების თემაზე მოსწავლეების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. ის პროექტის "საზოგადოებრივი პროკურატურა" ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ზუგდიდის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სულ წარმოდგენილი 7 ვიდეო რგოლიდან სპეციალურმა ჟიურიმ სამი საუკეთესო გამოავლინა. აქედან, გამარჯვებული ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა გახდა, მეორე ადგილი კახათის პირველმა სკოლამ აიღო, ხოლო მესამეზე წალენჯიხის მესამე სკოლა გავიდა.

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, გამარჯვებული ვიდეო რგოლის ავტორები თბილისში გაემგზავრებიან, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლენილ გამარჯვებულებს შეეჯიბრებიან.  უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ღონისძიების მიზანია ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის ამაღლება.

ვიდეო რგოლები ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში თავად მოსწავლეებმა წარადგინეს. თითეულ მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.




Print